დმიტრო კულება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, დევიდ კამერონს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას დმიტრო კულება ავრცელებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულმა ჩვენმა შეხვედრამ აჩვენა, რომ უკრაინას და დიდ ბრიტანეთს გამარჯვებისთვის ერთად მუშაობა აქვთ გადაწყვეტილი. დიდი ბრიტანეთი უკრაინის ურყევ მხარდამჭერად რჩება იარაღით მომარაგების, შეიარაღების ერთობლივი წარმოების გაზრდისა და შავი ზღვის რუსული საფრთხისგან გათავისუფლების საკითხებში“, – წერს კულება „ტვიტერის“ გვერდზე.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი საზღვარგარეთ პირველი სამუშაო ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ჯივიპი” – რუსთაველის გამზირზე კონტრაქტორი კომპანიის თვითმცლელმა ტრანშიის კიდესთან ახლოს იმოძრავა, რამაც ნიადაგის ჩამოშლა და ტექნიკის მოცურება გამოიწვია, გადაბრუნდა ავტომანქანა – თვითმცლელში იმყოფებოდა მცირეწლოვანი ბავშვი

ირაკლი კობახიძე: 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული, ეს არის ფაქტები და დანარჩენი სამარცხვინო სპეკულაციებია