სამართლიან მშვიდობაზე დაყრდნობით აზერბაიჯანი ახალ რეალობას და ახალ სტატუსკვოს ქმნის სამხრეთ კავკასიაში – პრეზიდენტის თანაშემწე

სამართლიან მშვიდობაზე დაყრდნობით ჩვენ ვქმნით ახალ რეალობას და ახალ სტატუსკვოს სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ კატარში გამართულ დოჰას ფორუმზე აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწემ და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჰიქმათ ჰაჯიევმა განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო დროს ხელმოწერილი მრავალი სამშვიდობო შეთანხმება ჩაიშალა, რადგან მხარეები შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ თავს კომფორტულად გრძნობენ.
„აზერბაიჯანი და სომხეთი ცდილობენ, თავი აარიდონ ამ სიტუაციას. ორივე მხარე ხვდება, რომ მშვიდობა აღმავალი პროცესია და ამიტომ აუცილებელია შრომისმოყვარეობა. ბაქო და ერევანი რეგულარულ კონტაქტზე არიან და მუშაობენ ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელებაზე“, – განაცხადა ჰიქმეთ ჰაჯიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”