მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამრის მეოთხედ დაცვა ვერ შეძლო

მერაბ დვალიშვილი მსაჯების გადაწყვეტილებით, რუს მეტოქესთან, პიოტრ იანთან დამარცხდა და UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ტიტული დაკარგა.

ქართველ მებრძოლს აქამდე 21 და ზედიზედ 15 გამარჯვება ჰქონდა.
მერაბ დვალიშვილმა 5 ოქტომბერს მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით კორი სენდჰეგენი დაამარცხა და ქამარი მესამედ დაიცვა.
ჩემპიონის ქამარი ქამარი დვალიშვილმა პირველად 2024 წლის 14 სექტემბერს, იმ დროს მოქმედი ჩემპიონის, შონ ო’მალის დამარცხებით მოიპოვა – მანამდე დვალიშვილმა UFC-ის სამი ყოფილი ჩემპიონი – ჟოზე ალდო, პიტერ იანი და ჰენრი სეხუდო დაამარცხა.
tabula.ge

ასევე დაგაინტერესებთ

“იცით, რა არის ეს? ეს არის სისტემა, რომელიც ინვესტორს აძლევს უფლებას, პირდაპირ უჩივლოს სახელმწიფოს საერთაშორისო არბიტრაჟში (მაგალითად, ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ეგიდით მოქმედ ICSID-ში). შედეგად, საქართველო მიიღებს მრავალმილიარდიან სარჩელს…”