“კურიერმა” ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია – მედიის ცნობით, საქმეში ქართველებიც ფიგურირებენ

“კურიერმა” ბერძნული მაფიის წევრების მკვლელობის ახალი დეტალები გაარკვია – ბერძნული მედიის ცნობებით, საქმეში ქართველებიც ფიგურირებენ. საბერძნეთის პოლიციამ მასშტაბური სპეც ოპერაციების შედეგად 7 კაციანი დაჯგუფება გამოავლინა.
40 წლის დიმიტრის კიუნდოვს და 28 წლის ილიას ემინიდისს, ბერძნული მედია ქართველებად მოიხსენიებს- თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია არიან თუ არა დაკავებულები ნამდვილად საქართველოს მოქალაქეები, ან შეცვლილი აქვთ თუ არა მათ სახელი და გვარი.
დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა ალბანელი კრიმინალი, რომელიც ამჟამად სხვა დანაშაულისთვის მონტენეგროშია დაკავებული. დაჯგუფების წევრებს 2022 წელს, ცნობილი ბერძენი მაფიოზის და გასულ წელს მისი ორი პარტნიორის სასტიკ მკვლელობას ედავებიან. ადგილობრივი პოლიცია დაკავებულების მიერ ჩადენილ სხვა შესაძლო დანაშაულსაც იძიებს. საუბარია სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდასა და დიდი ოდენობით თანხების გამოძალვის საქმეებზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლი ციანი – საქართველოსა და ჩინეთის ლიდერების სტრატეგიული ხელმძღვანელობის შედეგად ორმხრივი ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება, ჩვენი სურვილია, გავაძლიეროთ სტრატეგიული კომუნიკაცია საქართველოსთან, გავაფართოოთ პრაქტიკული თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევით კიდევ უფრო მეტი სარგებელი მოვუტანოთ ჩვენს ხალხს