– „დიფ სთეითს” საკვანძო როლი აქვს შესრულებული ევროპის დაღმასვლაში – ამ მიმართულებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის და ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს

თავის დროზე „ბიბისი” მიიჩნეოდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მაუწყებელი, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში ეს ვითარება რადიკალურად არის შეცვლილი, ამ მიმართულებით ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის და ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად ემთხვევა ერთმანეთს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რეალურად, საქართველოს ხელისუფლებაც საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც შექმნილია ევროპულ მედიაში, კონკრეტულად „ბიბისიში”.
„რაც შეეხება ე.წ დიფ სთეითს, სინამდვილეში ეს არის ის არაფორმალური ძალები, რომლებიც გავლენას ახდენენ ევროპულ პოლიტიკაზე. რა თქმა უნდა, მათ საკვანძო როლი აქვთ შესრულებული ევროპის დაღმასვლაში და აქაც აბსოლუტურად ემთხვევა ჩვენი დამოკიდებულება”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია