მედია: ყირგიზეთში ქართველი ე.წ „კრიმინალური ავტორიტეტი“ დააკავეს

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში 33 წლის ქართველი, ე.წ „კრიმინალური ავტორიტეტი“ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული საქართველოში კანონიერი ქურდის ზაზა ელიკაშვილის, მეტსახელად „კარალიკას“ ნათესავია და საქართველოში ერთ-ერთი ქალაქის ე.წ „მაყურებლად” არის წოდებული.

ყირგიზეთის პოლიციის ცნობით, ოქტომბრის ბოლოს, -ის კრიმინალური გამოძიების დეპარტამენტის მესამე სამმართველოში შევიდა ინფორმაცია, რომ ბიშკეკში ნაქირავებ ბინაში უცხოელი ცხოვრობდა და ინახავდა უცნობი მოდელის ცეცხლსასროლ იარაღს, რის შემდგომაც ადგილზე ჩხრეკისას ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი (TT პისტოლეტი) სამი ტყვიით და წაშლილი ნომრებით. გარდა ამისა, ამოიღეს 19 გრამი ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც დააკავეს 1990 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე მ.ვ..

დაკავებული საქართველოს მოქალაქე ბიშკეკის საგამოძიებო ციხეშია გადაყვანილი და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.