რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა, გაითიშა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიც

გასული ღამეს, რუსეთმა დროებისა და რაკეტების მეშვეობით დაბომბა უკრაინის ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული ობიექტები.
უკრაინული გამოცემის, “kyiv independent”-ის [დამოუკიდებელი ] ცნობით, დაზიანებულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას შორისაა ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც უკავშირდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. შედეგად, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში ელექტროსადგური გათიშული იყო.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორის, რაფაელ მარიანო გროსის ინფორმაციით, ში მიმდინარე ომის განმავლობაში ეს ელექტროსადგურის გათიშვის მე-11 შემთხვევა იყო.
Ukraine's ZNPP temporarily lost all off-site power overnight, 11th time during military conflict, IAEA DG @rafaelmgrossi said.
ZNPP reconnected to 330 kV power line after half hour outage, but 750 kV line still disconnected. — IAEA – International Atomic Energy Agency ⚛️ (@iaeaorg) December 6, 2025
უკრაინის სახელმწიფო ელექტროსისტემის ოპერატორის, “უკრენერგოს” ხელმძღვანელის, ვიტალი ზაიჩენკოს ინფორმაციით, ამჟამად ზაპოროჟიეს ელექტროსადგური სრული დატვირთვის მუშაობს.
Reuters-ის ინფორმაციით, გასულ ღამეს რუსულმა დაბომბა სარკინიგზო მონაკვეთი კიევთან ახლოს. შედეგად დაზიანდა რკინიგზის ვაგონები და დეპო. დროებით შეჩერდა სარკინიგზო კავშირი კიევსა და ჩერნიგოვის ოლქის რამდენიმე ქალაქს შორის.
kyiv independent სახელმწიფო უწყებებზე დაყრდნობით წერს, რომ 6 დეკემბრის ღამეს რუსეთმა სულ 60 დარტყმა განხორციელდა 29 სხვადასხვა ობიექტზე. თავდასხმებმა დააზიანა ს, ჩერნიგოვის, ლვოვის, ოდესის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, მიკოლაევის და ხარკოვის ოლქებში ელექტროენერგიის გამომუშავება, გადამცემი ხაზები და ა.შ.
ამავე თემაზე:
· ამერიკელებთან სამშვიდობო გეგმაზე შეთანხმდა, ს პასუხი ჯერ უცნობია – მედია
· ევროპული ალტერნატივა უკრაინის სამშვიდობო გეგმისთვის