“რეჟიმი გვწამლავს!” – დღეს, საპროტესტო მსვლელობა გაიმართება

დღეს, 6 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე საპროტესტო მსვლელობა გაიმართება.
ღონისძიების აღწერის თანახმად, ის მიეძღვნება, რუსული რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების ქიმიური იარაღით მოწამვლას.
“ერთ წელიწადზე მეტია გრძელდება ჩვენი წინააღმდეგობა და ბრძოლა თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის და ჩვენი ქვეყნის ღირსებისთვის. ამ ბრძოლაში თითოეული ადამიანი მნიშვნელოვანი ძალაა. ვინც ყოველდღიურად ვერ ახერხებთ აქციებზე მოსვლას, კვირაში მინიმუმ ერთხელ, მიიღეთ მონაწილეობა დიდ მანიფესტაციაში და ამ ფორმით შეიტანეთ წვლილი ამ დიდ ბრძოლაში”, – წერია ღონისძიების აღწერაში.