დღეს, 6 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში, ტოკიოს გრანდ სლემზე – 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძემ ოქროს მედალი მოიპოვა.
ილიამ ტურნირის ფინალში იაპონელ დოტა არაის იპონით სძლია და 2019 წლის შემდეგ გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ტოკიოს გრანდ სლემზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა.
სულამანიძემ ტურნირის მეოთხედფინალში რუს ნიაზ ბილალოვს, ნახევარფინალში კი მისთვის პრინციპულ მეტოქეს, მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, ასევე რუს მატვეი კანეკოვსკის სძლია.
ტოკიოს გრანდ სლემზე დღეს კიდევ ორი მედალი მოვიპოვეთ – ეთერ ლიპარტელიანმა (-57 კგ) და გიორგი ჯაბნიაშვილმა (-90 კგ), ბრინჯაოს მედლები მოიგეს ლიპარტელიანმა ფრანგი სარა ლეონი სისიკის დაამარცხა, ხოლო ჯაბნიაშვილმა იტალიელ ტიციანო ფალკონეს სძლია.
ვიდეო: Silk Sport
· ზვიანგი ანტარქტიდა ნავსი გატყდა! გილოცავ ილია!!!
· ნიანგი ბაბანგიდა მაგარი შეუსრულა. გილოცავ ილია. არ გაჩერდე, უფრო მეტი იშრომე და სულ პირველი იქნები!
· aburjga დიდება უფალს, ჩვენს ქრისტე ღმერთსა! ილია სულამნიძეს გუმრჯოს, სულ მოგებები ჩვენო ქართველო ვაჟკაცო! დღეს მაყია საქართველო! დიდება საქართველოს არწივების და ლომების სმშოობლოს!
· llcl ღმერთმა დაგლოცოს ლომო, გილოცავ!
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
რევანშის შანსი – სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება
[VIDEO] რევანში შედგა – სულამანიძემ კოცოიევი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
[VIDEOS] ეთერ ლიპარტელიანმა და გიორგი ჯაბნიაშვილმა ტოკიოს გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში – მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან…


