პსჟ, რომელმაც გასულ ტურში საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერობა დაკარგა, მე-15 ტურის მატჩს შინ “რენთან” ჩაატარებს – დღეს, ჩვენი დროით უკვე კვირას, 00:05 საათზე.
პარიზელები კარგ ხასიათზე არიან, რადგან მძიმე ტრავმის შემდეგ მათ ბაზაზე უკვე ჰაკიმი და დუეც დაბრუნდნენ.
2023 წლის აგვისტოს შემდეგ პარიზელებს შინ გოლი სულ გააქვთ და “პარკ დე პრენსზე” (48 229) ახლაც ამის მოლოდინია. რაც შეეხება “რენთან” ურთიერთდაპირისპირებას, ბრეტანული კლუბი პერიოდულად მათთან ქულების მოპოვებას ახერხებს.
ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 8 მარტს შედგა. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა, მაგრამ კარგი შეფასება დაიმსახურა – 7.3. ენრიკეს ბიჭებმა ორი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანეს (4:1).
“რენს” ახლა კარგი სერია აქვს, ზედიზედ 4 მატჩი მოიგო, აქედან ორი სტუმრად, მათ შორის “პარიზთან.” მოწინავე ხუთეულში მყოფ ბეიეს გუნდს კიდევ ერთი გამარჯვება და სენსაცია სურს. შვეიცარიელ ემბოლოს ახლა მათთვის გააქვს და ლეპოლიც კარგ ფორმაშია.
პსჟ-მა ერთი კვირით დაისვენა, ახლა კი წინ ჩემპიონთა ლიგაა და შესაბამისად, ლუის ენრიკე შემადგებლობაში ამას გაითვალისწინებს. შეტევაში ლი-დემბელე-კვარაცხელიას ელიან.
დღეს, ადრე, 17:00 საათზე, ესპანეთში გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალი” “ხეტაფეს” უმასპინძლებს და იმედია, ქართველ თავდამსხმელს სასტარტოში ვიხილავთ.
ძირითად შემადგენლობაში არ ველით, მაგრამ თვის საუკეთესო მოგერიებებში გიორგი მამარდაშვილია წარდგენილი. “ლივერპული” ინგლისში დღეს ჩვენი დროით 21:30 საათზე ითამაშებს და “ლიდსთან” სტუმრად ვნახავთ, კრიზისს თავს საბოლოოდ თუ დააღწევს.
· ყველა პოლიტიკოსის დედაც შენ თუ არ გულშემატკივრობ დაღუპულა ერი და ბერი…)))
· ძირს ნაცები მას შემდეგ რაც კვარა განაცდა აღარ ვგულშემატკივრობ
“კვარა”? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ” – რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ფინალისტებშია – როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
პსჟ-ს შემტევების გატანის დროა – დემბელე სასტარტოში ბრუნდება
საფრანგეთის თასზე ქართველების გუნდების მეტოქეები გაირკვა
“კვარა”? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ” – რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები – “ლივერპული” “სანდერლენდთან” წაგებას გადაურჩა
“სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?” – საფონოვმა კომენტარი გააკეთა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა?
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ვილიარეალმა” ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
პსჟ ვიტინიას შემცვლელად “ბარსელონას” ვარსკვლავს განიხილავს
“ლივერპულმა” ლონდონში “ვესტ ჰემს” სძლია – მამარდაშვილი სათადარიგო იყო
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ვილიარეალმა” “სოსიედადს” მოუგო
მიქაუტაძე არ ათამაშეს – “ვილიარეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
“სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი” – რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
“კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს” – ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
რას ვნახავთ დეკემბერში – პსჟ-ს მატჩები და თბილისის “დინამო” ახალგაზრდულ ლიგაზე


