2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს – ტრამპი

მსოფლიო ახლა უფრო უსაფრთხო ადგილია, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „ფიფას” დაჯილდოების ღონისძიებაზე განაცხადა.
-ის პრეზიდენტის თქმით, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს.
„ეს ნამდვილად ერთ-ერთი უდიდესი პატივია ჩემს ცხოვრებაში. ჯილდოების გარდა, მე და ჯანი ამაზე ვსაუბრობდით. ჩვენ მილიონობით სიცოცხლე გადავარჩინეთ. კონგო ამის მაგალითია. 10 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა და კიდევ 10 მილიონისკენ ძალიან სწრაფად იზრდებოდა. ფაქტია, რომ ჩვენ შევძელით ამის გაკეთება, ინდოეთი, , სხვადასხვა ომი, რომელთა დასრულებაც ზოგიერთ შემთხვევაში, მათ დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე შევძელით, ზუსტად მათ დაწყებამდე. გვიანი იქნებოდა, მაგრამ ყველაფერი მოვაგვარეთ და ჯანისთან ყოფნა ჩემთვის დიდი პატივია. ჯანის დიდი ხანია, ვიცნობ. მან წარმოუდგენელი სამუშაო გასწია. უნდა გითხრათ, რომ ბილეთების გაყიდვების ახალი რეკორდები დაამყარეთ. ვფიქრობ, რომ იქნება ღონისძიება, რომლის მსგავსიც შესაძლოა, მსოფლიოს არასდროს უნახავს. რაც მთავარია, მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო. მსოფლიო ახლა უფრო უსაფრთხო ადგილია”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
1tv.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილის თვიური ხელფასი 2026 წელს 13 600 ლარი იქნება. მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე თვეში 12 000 ლარს მიიღებს, ხოლო დანარჩენი ხუთი მოადგილის ანაზღაურება 11 600 ლარით განისაზღვრა

სოფიო ქაშაკაშვილი: რაღაცა გრძელვადიანი პროგნოზი და გეგმები შემუშავდება დროთა განმავლობაში… ყველანი ვგრძნობთ ფასების საკითხს და თუ ფანჯარა გამოჩნდება, რომელიც ამ მიმართულებას დაარეგულირებს, მივესალმებით…