მარკო რუბიო – ევროკომისიის მიერ X-ის დაჯარიმება ამერიკელ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს

ევროკომისიის მიერ X-ის დაჯარიმება ამერიკელ ხალხზე თავდასხმას წარმოადგენს, – ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ ქსელში წერს.
„ევროკომისიის 140 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმა არა მხოლოდ X-ზე, არამედ უცხო ქვეყნების მთავრობების მიერ ყველა ამერიკულ ტექნოლოგიურ პლატფორმასა და ამერიკელ ხალხზე თავდასხმაა. ონლაინ სივრცეში ამერიკელების ცენზურის დღეები დასრულებულია“, – წერს მარკო რუბიო X-ზე.
შეგახსენებთ, პარასკევს ევროკომისიამ ილონ მასკის სოციალური პლატფორმა X, ევროკავშირის ციფრული უსაფრთხოების რეგულაციების დარღვევაში დაადანაშაულა და 120 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაუწესა.
ევროკომისიის განცხადებით, ჯარიმა სოციალური პლატფორმის მიერ გამჭვირვალობის ნაკლებობას უკავშირდება, კერძოდ რეკლამებთან და საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის, ლაშა შერგელაშვილის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC – მის მიმართ მიმდინარეობს სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები „ტროტილის“ საქმეზე

სუს – 4-5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება ,,ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი'', რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ,,პროპილენ გლიკოლის'' ხსნარი, არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ კატეგორიას – ,,კამიტი” კი შსს-ს არასდროს შეუძენია

სუს – ვინაიდან ე.წ. ,,კამიტის“ გამოყენების გამოგონილ ფაქტზე საგამოძიებო მოქმედებები ამოწურულია, გრძელდება გამოძიება იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს