6 დეკემბრის ამინდის პროგნოზი

ასევე უნალექო დღეა ნავარაუდევი ოზურგეთში, დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4. ბათუმშიც მზიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. ასეთივე ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +22, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღეა სოხუმში. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +14 გრადუსი იქნება, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო ამინდი იქნება. ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეშიც უნალექო დღეა. დღისით ჰაერი +12 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -6 გრადუსი იქნება.
ნალექს არც ბორჯომში ელოდებიან. +15 იქნება დღისით, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +12 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -8 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +15 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -3 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება ცხინვალში, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -4 გრადუსი იქნება. ომალოშიც უნალექო ამინდი იქნება, დღისით +15, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში უნალექო დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღე იქნება თელავშიც, +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +1 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +14 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +14 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო დღეა რუსთავში, დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიან ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ბუღაძე: ტიტუშკები იცავენ ნოდარ დუმბაძის პატივსა და ლიტერატურას… ყველას მაგინებელი დიტო სამხარაძე, დამგინებელი უწიგნური ყაველაშვილი და ქალებზე მოძალადე შალვა რამიშვილი იცავენ ზრდილობას ჟურნალისტისგან, და …

საბა ბრაჭველი: სამი დღე ერთ მუშტზე რომ ივიშვიშეს, აფექტში მოქნეული რომ შეიცხადეს, ნუთუ დღეს უარესად არ უნდა ბრაზობდნენ? ახლა ხომ წინასწარი განზრახვით, ჯგუფურად და ცინიკურად სცემეს ამ ქვეყნის მოქალაქეს?

შოთა დიღმელაშვილი: ნოდარ დუმბაძე ხუმრობდა ღმერთზე, ეძახდა მას მოღალატეს, რომელსაც წნევა აწუხებს, ორპირი ქარის ეშინია და მსახიობ ქალებს ტელევიზორში კაცური ინტერესით აკვირდება. დავიჯერო მართლა წაკითხული აქვთ იმ შნირებს…