გდდ-ის ყოფილი თანამშრომლის, ლაშა შერგელაშვილის, თქმით, 2020 წელს ცესკო-სთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქეების დასაშლელად შეცდომით ქიმიური ნივთიერება გაუშვეს, – ამის შესახებ მან TV პირველთან ისაუბრა,.
“ჩემი თვალით რაც ვნახე, მე იმას ვამბობ. ამის შესახებ იცოდა რამოდენიმე ადამიანმა, თუ რამდენად მომწამლავია ეს… როდესაც ეს ოხშივარი ასდიოდა, იმ ადგილზე მისვლა იყო შეუძლებელი. ეს არის სრული საწამლავი… ადგილი არ ჰქონია რაიმე ექსცესებს, უბრალოდ ავტომობილი გამოვიდა წყობიდან, ავტომატურად ჩაირთო, იქ იდგნენ პოლიციელები, ღებინებები ეწყებათ . ეს თემა მაშინ მიჩქმალეს. საწყობში გაჩერება იყო სრულიად შეუძლებელი, გადავიტანეთ ცალკე საერთოდ სხვა ადგილზე რომ მარტო ეს სითხე და ფხვნილი ყოფილიყვნენ ერთად. ყველას სახელი და გვარი აქვთ აბსოლუტურად, ეს ინფორმაცია გასულია…. ეს აუცილებლად მივა ჰააგის სასამართლომდე და მე დამიძახებენ იქ როგორც მოწმეს…” ამბობს შერგელაშვილი TV პირველთან და BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმაურება.
შერგელაშვილის საუბრის დეტალები, ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემის ანონსში გავიდა. გადაცემა ტელეეთერით სრულად 6 დეკემბრის საღამოს გავა.
1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო ფილმი, სადაც ნათქვამია, რომ ოცნებამ პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი, აკრძალული “კამიტი” გამოიყენა



