“რატომ არღვევთ “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის 7 მუხლს?” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

საოცრებებს ამბობს პრემიერ – მინისტრი ! გომელაური ქიმიკოსი ხომ არ არის, საიდან უნდა ცოდნოდა რა შემადგენლობა ჰქონდა მერაბიშვილის მიერ შეძენილ ქიმური ნივთიერებებს, რითაც შლიდნენ მომიტინგეებსო! ამიტომ, შეიძლება მერაბიშვილი ან უტიაშვილი დავიჭიროთო.

ჰოდა მაგ “არგუმენტით”, რახან გომელაურს დარბევის დროს აკრძალული ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებაზე პასუხი არ მოეკითხება, იმიტომ რომ ქიმიკოსი არ არის, მაშინ უტიაშვილი, რომელსაც -ში მუშაობის დროს საერთოდ არ ეხებოდა ეს თემები, რომელი ლავუაზიე მყავს კაცო ? რეებს ბოდავთ თუ იცით მაინც?

იქნებ ვინმემ დაუსვას კითხვა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რატომ არღვევენ  “სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ” კანონის 7 მუხლს. აქ განსაზღვულია, თუ რომელი ინფორმაციის გასაიდუმლეობა არის აკრძალული. აღნიშნული კანონის ამ მუხლის პირვე პუნქტში პირდაპირ წერია:

” აკრძალულია სახელმწიფო საიდუმლოებისთვის იმ ინფორმაციის მიკუთვნება, რომლითაც შეიძლება შეილახოს ან შეიზღუდოს ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, მისი კანონიერი ინტერესები, აგრეთვე ზიანი მიადგეს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას.”

თუ ამ ინფორმაციას გრიფით საიდმლო დაადეს, ეს კანონდარღვევაა, თუ არ ადევს გრიფით საიდუმლო და ისე მალავენ, რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს მიტინგის დასაშლელად, ესეც კანოინდარღვევააა. ორივე შემთხვევაში პრემიერი და ყველა თანამდეობის პირი არღვევენ კანონს და სჩადიან სისხლის სამართლის დანაშაულს, როცა უმალავენ საზოგადოებას ინფორმაციას მიტინგის დასაშლელად გამოყენებული ნივთიერებების შესახებ, რადგანაც ამ ინფორმაციის დამალვამ შეიძლება ზიანი მიაყენოს მოსახლეობის ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას .

P.S. უეცრად წარმოვიდგინე, 1989 წლის 9 აპრილის დარბევის შემდეგ, მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა, ირაკლი მენაღარაშვილმა, რომ გააკეთა მწვავე განცხადება, საბჭიოთა არმიის მიერ მიტინგის დაშლისას ქიმური ნივთიერებების გამოყენების თაობაზე, ამის მაგივრად რომ ეთქვა, ოჰ ეს ნივთიერებები ჯერ კიდევ ბერიას და ეჟოვის დროს იყო საბჭოთა არმიის თუ მილიციის განკარგულებაში (რაც სიმართლე იქნებოდა) და ახლანდელი ხელისუფლება რა შუაშია, პასუხისმგებლებიც ისინი არიანო! აი ძალიან აიჭრნენ უკვე ხელისუფლებაში და ყოველ დღე ახალ ახალ სისულელეებს ამბობენ!