საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ნაპირაღდგენითი სამუშაოებისთვის 4 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 4 სხვადასხვა ადგილას, ნაპირაღდგენითი სამუშაოების მიზნით, ელექტრონული ტენდერები გამოაცხადა – ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზომლეთში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 29-ე კმ-თან მდინარე სუფსის ნაპირაღდგენით სამუშაოებზე, სავარაუდო ღირებულებით 801 728 ლარი; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში (ვაჩეიშვილების უბანი) მდინარე სუფსის ნაპირაღდგენით სამუშაოებზე, სავარაუდო ღირებულებით 428 848 ლარი; მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჯვდიერში მდინარე მულხურას ნაპირაღდგენით სამუშაოებზე, სავარაუდო ღირებულებით 922 188 ლარი და ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მდინარე დღვიორას ნაპირაღდგენით სამუშაოებზე, სავარაუდო ღირებულებით 840 581 ლარი.
ნაპირაღდგენითი სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის აღდგენა და დამაგრება, რაც საავტომობილო გზისა და მიმდებარე ტირიტორიის დაცვას უზრუნველყოფს.
პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
შესყიდვის ბმულები:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ზომლეთში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 29-ე კმ-თან მდ. სუფსის ნაპირაღდგენითი სამუშაოები:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655608&lang=ge
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. იანეულში (ვაჩეიშვილების უბანი) მდ. სუფსის ნაპირაღდგენითი სამუშაოები:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655716&lang=ge
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჯვდიერში მდინარე მულხურას ნაპირაღდგენითი სამუშაოები:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655715&lang=ge
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში მდინარე დღვიორას ნაპირაღდგენითი სამუშაოები:
http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655682&lang=ge“ – ნათქვამია ინფორმაციაში.