ნორვეგიულმა ნავთობკომპანია Equinor–მა ნორვეგიის კონტინენტურ შელფზე ბუნებრივი აირის ორი საბადო აღმოაჩინა, რომელთა მარაგები წინასწარი შეფასებით 30-110 მილიონი ბარელი ნავთობის ეკვივალენტია.
საუბარია კომპანიის მიერ ნორვეგიის შელფზე 2025 წელს განხორციელებულ ყველაზე დიდ აღმოჩენაზე.
Equinor–ის თქმით, აღმოჩენა Sleipner–ის რაიონში ორი ჭაბურღილის ბურღვის შედეგად გაკეთდა, რომელიც ნორვეგიის სანაპიროს დასავლეთით, Gudrun–ის და Eirin–ის საბადოებს შორის მდებარეობს.
Equinor–ი საბადოს Aker BP-სთან ერთად ავითარებს. პროექტის 60%-ს Equinor–ი ფლობს, ხოლო 40%-ს – Aker–ი.
წყარო: interfax




