ფაქტია, რომ “ქართული ოცნების” მხარდაჭერა არის 60% – ფაქტია ისიც, რომ ხელმოცარული ოპოზიცია გვყავს – რატი იონათამიშვილი

“თუ ვინმე და რაიმე არ მოსწონს ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის ოპოზიციურ ამომრჩეველს, ეს არის ის ოპოზიცია, რომელიც დღეს გვყავს ქვეყანაში”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ფაქტია, რომ მმართველი გუნდი მხარდამჭერთა რაოდენობა 60%-ია.
“ქართული ოცნების” მხარდაჭერა რომ არის 60%, ეს არის ფაქტი. ჩვენ რომ გვყავს ხელმოცარული ოპოზიცია, ესეც არის ფაქტი. თუ ვინმე და რამე არ მოსწონს ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის ოპოზიციურ ამომრჩეველს, ეს არის ის ოპოზიცია, რომელიც დღეს გვყავს ქვეყანაში. ეს შედეგები არის დამსახურებული, ვინაიდან ამ რადიკალურ ოპოზიციას არაფერი უკეთებია, გარდა იმისა, რომ უპირისპირდებოდა არა საკუთრივ „ქართულ ოცნებას“, არამედ ჩვენს სახელმწიფოს“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა