გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
„გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 დეკემბერს 12:00-იდან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზემო წეროვანი, ნარეკვავი, წილკანი, ბიწმენდი, მისაქციელი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში, ხოლო 12:00-იდან 16:00 საათამდე – სოფელ წეროვანში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: დაგვაბრუნეს 90-იანი წლების დასაწყისში, სადაც მხოლოდ ერთი სახელმძღვანელო იყო და სადაც პარტიის ლოიალობა წყვეტდა ამ სახელმძღვანელოს ბედს და არა პროფესიონალიზმი ან პედაგოგიკის ცოდნა

ანდრეი სიბიგა: რუსეთის ბარბაროსული დარტყმები უკრაინა-პოლონეთის სასაზღვრო პუნქტზე – ეს პუტინის ტერორის “კაკუნია” ევროკავშირისა და ნატო-ს კარზე – რუსი ბარბაროსები თქვენს კართან არიან