“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება – ხაბეიშვილის გუნდმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის 3 თანაშემწე თანამდებობიდან მოხსნა

“ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება გრძელდება. ხაბეიშვილის გუნდმა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სამი თანაშემწე თანამდებობიდან მოხსნა. ერთ-ერთი მათგანი, მაია კუკავა, პარტიის მოქმედი მენეჯმენტისგან მუქარაზე საუბრობს და ანა წითლიძის მიმოწერას ასაჯაროებს, რომლითაც ირკვევა, რომ წითლიძე მას შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.
მაია კუკავა მიზეზად ს მხარდაჭერას ასახელებს.
“ჩვენ გავხდით ნიკას გუნდის წევრები და შავსა და თეთრს შორის არჩევანი რომ გავაკეთეთ, ამიტომ მოხდა ჩვენზე შურისძიება,” – აცხადებს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ყოფილი თანაშემწე მაია კუკავა.
სხვა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრებს არ სჯერათ იმის, რომ ანა წითლიძე ვინმეს დაემუქრა.