“მოვამზადებთ ერთიან საჩივარს” – იმ ადამიანების ბაზა იქმნება, რომლებიც აქციაზე, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ

იმ ადამიანების ბაზა იქმნება, რომლებიც აქციაზე, სავარაუდოდ, ქიმიური ნივთიერებით მოიწამლნენ – მოქალაქეები ერთიან საჩივარს მოამზადებენ.

ამის შესახებ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში, გადაცემა “დღის ამბებში” ადვოკატმა მარიკა არევაძემ განაცხადა.

დაზარალებულების ბაზას კოალიცია “ცვლილებისთვის” ცხელი ხაზის ფარგლებში სწორედ მარიკა არევაზე აგროვებს. მისი თქმით, ასევე შეიქმნება იურისტების ჯგუფი, რომლებიც ამ ადამიანებს როგორც ქვეყნის შიგნით ასევე  საერთაშორისო დავებსი ფარგლებში გაუწევენ ადვოკატირებას ყველა მიმართულებით.

კოალიცია “ცვლილებისთვის” ცხელი ხაზის ფარგლებში მე ვაგროვებ იმ ადამიანების მონაცემებს, რომლებსაც გაუუარესდათ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას შემდეგ, რაც იმყოფებოდნენ ამ აქციაზე და მოხვდნენ წყლის ჭავლში და მხუთავი გაზის ზემოქმედების ქვეშ. რატომ არის ეს ახლა მნიშვნელოვანი – ბბს-ის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ, ასობით ადამიანმა დაუკავშირა მისი ჯანმრთელობის უეცარი გაუარესება სწორედ დარბევევის დროის გამოყენებულ ნივთიერებას და ფაქტია, რომ რაღაცა ნივთიერება მართლაც იყო გამოყენებული. ამას ადასტურებს “ოცნების” პრემიერ-მინისტრი, . ახლა საკითხავია რა გაურიეს. ისინი ცდილობენ რომ ადამიანები, ვინც ჯანმრთელობის გაუარესებაზე საუბრობს, პროპაგანდისტული არხების მეშვეობით გააშაონ, დააბულინგონ, რადგან სხვა ადამიანებს არ გაუჩნდეს სურვილი ამაზე საუბრის, მაგრავ მხედავთ, რომ პროპაგანდა არ მუშაობს და ათობით ადამიანი მომმართავს და მიმართავს მედიას. მეორე ჩახუნაშვილებსი ოჯახზე თავდასხმა და მათი გაშავება – მაშინ, როდესაც ჩახუნაშვილებსი მხრიდან ჩატარდა შემდგომი კვლევა, ადამიანების ჯანმრთელობაზე დაკვირვების და გამოვლენილი დარღვევების შესახებ და არა უშუალოდ ამ ნივთიერების შესახებ. რომ შევაჯამო აქ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვამზადებთ ამ მონაცემებს, რომ მოვამზადოთ ერთიანი საჩვარი   და ვიმოქმედოთ როგორც ქვეყნის შიგნით არსებული სამართლებრივი ბერკეტის ფარგლებში, ისე საერთაშორისო სამართლებრივი ბერკეტის ფარგლებში. მე ნელ-ნელა ვკრავ იურისტების იმ ჯგუფს, რომელიც ყველა მიმართულებით ჩაერთვებიან.

მაგალიტად ვერ გამოიძებს და ვერ დაგვიდებს ობიექტურ სურათს, ამიტომ აქ არის მნიშვნელოვანი საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ მოვითხოვეთ საერთაშრისო გამოძება და ხვალაც 19:00 საათზე ამ საკითხთან დაკავშირებით იმართება აქცია.

ამ ადამიანებსი დაუყოვნებლივი აღრიცხვა უნდა მოხდეს, მათი მკურნალობა დიაგნოსტირება და ამაზე სრული პასუხისმგებლობა და ხარჯების ანაზღაურება სახელმწიფომ უნდა აიღოს. ასევე კომპენსაცია უნდა დაენიშნოთ მათ და დაზარალებულად უნდა იყვნენ ცნობილნი, რადგან ზიანი მიიღეს სახელმწიფოსგან.

ნივთიერებებს ასაიდუმლოებენ, რადგან დიახ, მათ დიდი ალბათობით ჩაიდინეს ეს დანაშაული და ეს არის კონვენციური დანაშაული. ეს არცერთ ქვეყანაში არცერთ ხელისუფლას არ ეპატიება “, – ამბობს მარიკა არევაძე. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

წყარო