არაბი ტუროპერატორები საქართველოში ფასების ზრდაზე წუხან. მათი შეფასებით, სასტუმროების ფასი გაზრდილია, რაც მათს ოპერირებაზე ნეგატიურად აისახება.
Masar Travel-ი ერთ-ერთია, რომელიც საქართველოდან არაბულ, ინდურ და პაკისტანურ ბაზრებს ემსახურება.
როგორც BMG-ს კომპანიის დამფუძნებელმა ჯოსეფ რუსლანმა განუცხადა, ეკონომიური სეგმენტის ტურისტები ტურპაკეტებს გაძვირებულ ფასად აღარ ყიდულობენ. ამიტომ, შედარებით მცირე ტუროპერატორებს სერვისი არაკონკურენტულ ფასად შეთავაზება უწევთ.
“ფასები გაიზარდა და კიდევ იზრდება, სერვისი კი იგივეა. მოდით, ვისაუბროთ სასტუმროების ფასებზე. შესაძლოა, ზოგიერთ კომპანიას ან დიდ კორპორაციას ძალიან კარგ, კონკურენტულ ფასს სთავაზობენ. მაგრამ თუ ეს საშუალო კომპანიაა ან კომპანია, რომელიც ბაზარზე მხოლოდ ოთხი-ხუთი წელია ოპერირებს, მას ფასების გამო არ შეუძლია დიდი კონკურენციის გაწევა, რადგან მათ შორის სხვაობაა. ამიტომ, ეს არის ერთ-ერთი პრობლემური საკითხი – ფასები სასტუმროებსა და კურორტებზე. თუმცა ახლა უფრო მეტი იხსნება, მეტი კურორტი, მეტი სასტუმრო. ამიტომ, შესაძლოა, მომავალში უკეთესი მდგომარეობა იყოს, მაგრამ რეალურად მთავარი პრობლემა სასტუმროების ფასებია”, – ამბობს ჯოსეფ რუსლანი.
მისივე თქმით, ტურისტები სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში ძირითადად, ბუნებისა და კლიმატის გამო ჩამოდიან.
“არაბული ბაზარი ჩვენთვის მიმზიდველია, პირველ რიგში, ენის გამო. მეორე – ზაფხულში მათ დიდი რაოდენობით ტურისტი ჰყავთ. იცით, რომ იქ სრულიად განსხვავებული ამინდია. მათ მოსწონთ ბუნება, მაგრამ ვიზიტები აქტივობა წელიწადში ოთხი-ხუთი თვე გრძელდება. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ ბაზრები, რათა მთელი წლის განმავლობაში ვიმუშაოთ”, – ამბობს ტუროპერატორი.



