კირილ დმიტრიევი ფრიდრიხ მერცს – ძვირფასო მერც, თქვენ თამიც კი არ ხართ, თქვენ საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინეთ ომის წაქეზებით, მშვიდობის საბოტაჟით, არარეალური წინადადებებით

კანცლერი მერცი ამერიკელებს ადანაშაულებს როგორც „თქვენთან (ზელენსკისთან), ასევე ჩვენთან თამი“, ძვირფასო მერც, თქვენ თამაშშიც კი არ ხართ, – ასე ეხმაურება ს პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენელი, კირილ დმიტრიევი სა და ევროპელ ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას.
„ძვირფასო მერც, თქვენ თამაშშიც კი არ ხართ. თქვენ საკუთარი თავის დისკვალიფიკაცია მოახდინეთ ომის წაქეზებით, მშვიდობის საბოტაჟით, არარეალური წინადადებებით, დასავლური ცივილიზაციის თვითმკვლელობით, მიგრაციით და ჯიუტი სისულელით“, – წერს დმიტრიევი.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა სატელეფონო საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტს, ს უთხრა, რომ ფრთხილად უნდა იყოს და რომ ამერიკელები მასაც და ევროპასაც ეთამაშებიან. „უახლოეს დღეებში ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ. ისინი [ამერიკელები] თამაშობენ როგორც თქვენთან, ასევე ჩვენთან“, – ციტირებს მედია მერცს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არაფრისგან სკანდალს ვერ შექმნით! ხელში შეგრჩათ მხოლოდ ის, რომ ვიღაცის თუთიყუშს ბუმბულები გასცვივდა, გამოძიებამ შეიძლება ის თუთიყუშიც „შეისწავლოს“ – ნუ ნერვიულობთ, თუთიყუშიც კარგად იქნება!

ირაკლი კობახიძე – პირდაპირ ტერორისტსაც ხელს აფარებენ როგორც შიდა პოლიტიკური ძალები, ასევე გარე პოლიტიკური ძალები – ეს უფრო ამაგრებს იმ სარჩელს, რომელიც წარდგენილია საკონსტიტუციო სასამართლოში