– ჩვენი ამოცანაა სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, რა ითქვა რუსეთში და რა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და ზე ზეწოლის მიზნით

ჩვენი ამოცანა ახლა არის სრული ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა ითქვა რუსეთში და რა სხვა საბაბი მოიგონა პუტინმა ომის გაჭიანურებისა და ზე ზეწოლის მიზნით – ჩვენზე, ჩვენს დამოუკიდებლობაზე ზეწოლისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, „ტელეგრამ“ არხზე წერს.
მისი ინფორმაციით, დღეს უკრაინის წარმომადგენლები შეერთებულ შტატებში პრეზიდენტ ს გუნდთან მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.
„უკრაინა მზადაა ნებისმიერი შესაძლო განვითარებისთვის და, რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვიმუშავებთ ყველა ჩვენს პარტნიორთან, რათა უზრუნველვყოთ მშვიდობის მიღწევა – და რომ ეს, ბოლოს და ბოლოს, ღირსეული მშვიდობა იყოს. მხოლოდ ღირსეული მშვიდობა უზრუნველყოფს რეალურ უსაფრთხოებას და ჩვენ სრულად გვესმის, რომ ეს მოითხოვს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას“, – აცხადებს ზელენსკი.
შეგახსენებთ, უკრაინული მედიის ცნობით, -ის ქალაქ მაიამიში უკრაინისა და -ის დელეგაციებს შორის შეხვედრა დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი. აშშ-ის მხრიდან კი ს სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და სიძე, ჯარედ კუშნერი, რომლებიც სამშაბათს მოსკოვში ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.