ჟურნალისტი ლაშა ბერულავა:
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ 2011 წელია და BBC-მ გამოაქვეყნა მსგავსი ფილმი, სადაც ამტკიცებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს სპეცრაზმმა ქიმიური იარაღი გამოიყენა.
ამ დროს გამოდის მიშა და ამბობს, რომ შეიძლება მართლაც იყო წყალში რაიმე გარეული, მაგრამ ეგ ჩვენ კი არა, ნარჩემაშვილმა იყიდაო.
პარალელურად, გამოდის დათო ბაქრაძე და ამბობს, BBC ტენდენციურია, აუცილებლად ვუჩივლებთო.
“რუსთავი-2”-ის დირექტორი და საინფორმაციოს უფროსი წერენ სტატუსს და მისტირიან BBC-ის ძველ დიდებას, რომელიც ამ ფილმმა გააბანძა.
რა მოხდებოდა ამ ყველაფრის შემდეგ თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში, თავად წარმოიდგინე, მოწყალეო მკითხველო…




