“საბჭოთა კავშირში დაბრუნება და “როინ მეტრეველიზაცია” – პროფესორები უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსების შეცვლილ წესზე (ვიდეო)

“საბჭოთა კავშირში დაბრუნება” – ასე აფასებენ პროფესორები უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსების შეცვლილ წესზე “ოცნების” დაანონსებულ რეფორმას.

  • “ოცნება” საგრანტო დაფინანსების მოდელს აუქმებს – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ რუსთავი ორის ეთერში განაცხადა
  • მიქანაძის თქმით, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად სახელმწიფო დაუფინანსებს, რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, 2026 წლიდან ჩარიცხულ სტუდენტებზე სახელმწიფო დაფინანსება არ გაიცემა.

თუ საბჭოთა გამოცდილებას გავიზიარებთ და იმ თანხას გავითვალისწინებთ, რაც სახელმწიფოს აქვს ამისთვიოს გამოყოფილი, ეს არის დაბრუნება საბჭოთა კავშირში. კერძო უნივერსიტეტებს ეს გაუძვირებს საქმეს, კერძოს თითქოს რეფორმა არ ეხება, მაგრამ თუ ზოგადად საუნივერსიტეტო გარემო მოირღვა, ბუნებრივია, ჯერ ირიბად და შემდეგ პირდაპირ ეს კერძოსაც დაარტყამს, -ამბობს პროფესორი ლევან გორდეზიანი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე ამბობს, რომ განათლებსი სისტემაში დაანონსებული რეფორმა განათლებაზე ხელმისაწვდომობას შეამცირებს.

დღეს ამას დაემატა, რომ პრინციპშიო უფასო იქნება სახელმწიფო უნივერისტეტში სწავლაო. ამ ეტაპზე, მარტო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას უნივერსიტეტში, სოხუმის უნივერსიტეტში, ტექნიკურ უნივერსიტეტში, ანუ თბილისში არსებულ უნივერსიტეტებში 1000-მდე იურისტია, ეს რაოდენობა, როგორც ფიქრობთ, რამდენით შემცირდება, გამესამედდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხელმისაწვდომობა განათლებაზე იქნება სრულიად შემცირებული და ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ იცი, რაა? შენ თუ აქ ვერ მოხვდები, უდნა წახვიდე და ისწავლო კერძოში, სადაც ღირებულება კიდევ უფრო გაიზრდება, – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ნინო დობორჯგინიძე. 

ის რომ სტუდენტი გრანტს აღარ წაიღებს, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის ეპოქა სრულდება – ეუბნება “პირველებს” ილიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სერგო რატიანი

ის რომ სტუდენტი გრანტს აღარ წაიღებს, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში სრულდება უნივერსიტეტების დამოუკიდებლობის ეპოქა, მითუმეტეს, რომ მათ განუსაზღვრავენ როგორც სპეციალობებს, ისე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას, და სახელმწიფო დაფინანსების გარდა, უნივერსიტეტს დაფინანსება არ ექნება. ან შეზღუდული ქინება ფინანსური დამოუკიდებლობა – ამბობს სერგო რატიანი.

“სოვლაბის” პროექტის მენეჯერი კი  გიორგი კანდელაკი კი უმაღლესი განათლების “როინ მეტრეველიზაციაზე” საუბრობს და იმ დროს იხსენებს, როდესაც განათლების სისტემაში მხოლოდ ქრთამი იყო.

შემოთავაზებული “რეფორმა” არის უმაღლესი განათლების “როინ მეტრეველიზაცია”, იმიტომ, რომ ეს “რეფორმა” გაჟღენთილია სულისკვეთებით, რომ სიტუაცია რომელიც არსებობდა უმაღლეს განათლებაში ეროვნული განათლების შემოღებამდე იყო კარგი და რა არსებობდა ეროვნული გამოცდების შემოღებამდე? – ქრთამი, ქრთამი და ქრთამი”, – ამბობს “სოვლაბის” პროექტის მენეჯერი, გიორგი კანდელაკი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით დარჩიაშვილი – ივანიშვილის მომხრეთა დაჯგუფებას ადამიანებად არ მიაჩნია პროტესტის მონაწილეები, მათი ნება რომ იყოს, ქიმიურ იარაღსაც გამოიყენებდნენ და ბიოლოგიურსაც, საერთაშორისო საზოგადოება სხვანაირად უყურებს – მოთხოვნა იქნება, გაიხსნას და გამომზეურდეს მასალები