სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში, საკანონმდებლო ცვლილებების გასაპროტესტებლად, აქციები გაიმართა

სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას აპროტესტებენ. ქვეყნის პრეზიდენტმა მოუწოდა კანონმდებლებს, გადახედონ ცვლილებებს, რაც გულისხმობს სპეციალური პროკურორის ოფისის გაუქმებას, რომელიც მძიმე დანაშაულებს იძიებს, ასევე – ფინანსურ დანაშაულზე სასჯელის შემცირებას.
მისივე თქმით, ევროპის პროკურატურამ გამოთქვა შეშფოთება, რომ დაგეგმილმა ცვლილებებმა, შეიძლება, გამოიწვიოს არასაკმარისი სასჯელი ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებისთვის.
ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ, ცვლილებების გამო, პოლიტიკოსები და ბიზნესლიდერები, რომლებსაც კავშირი აქვთ ამჟამინდელ მთავრობასთან, დაუსჯელები დარჩებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე: ახალგაზრდებთან შეხვედრებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ცოტნე ივანიშვილის ჩართულობას. ის ახალგაზრდებთან დიალოგს არა ფორმალურად, არამედ აქტიური კომუნიკაციის ფორმატში წარმართავს, რაც ახალგაზრდებში მეტ მოტივაციასა და ჩართულობას აჩენს

ნიკოლოზ მეტრეველი: მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ცოტნე ივანიშვილის იმ აქტივობებს, რომლებიც ახალგაზრდებთან ღია დიალოგს, მათ ჩართულობასა და მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საკითხების განხილვას ემსახურება

ცოტნე ივანიშვილი: ქართველებს გამორჩეულად გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, გამორჩეულად ვართ მიჯაჭვული ჩვენს ტრადიციებზე. მჯერა, მივაღწევთ იმას, რომ საქართველო იყოს მკაფიოდ წელში გამართული და არ არსებობდეს ქვეყნიდან წასვლის სურვილი