გერმანული მედია ავრცელებს სატელეფონო საუბრიდან ფრაგმენტებს, რომელიც მათი ინფორმაციით, სა და ევროპელ ლიდერებს შორის გაიმართა

გერმანული მედია ავრცელებს სატელეფონო საუბრიდან ფრაგმენტებს, რომელიც მათი ინფორმაციით, სა და ევროპელ ლიდერებს შორის გაიმართა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ევროპელი ლიდერების სატელეფონო საუბრის ამონარიდს გერმანული გამოცემა Der Spiegel ავრცელებს.
გამოცემის თანახმად, ჩანაწერი სატელეფონო საუბრიდანაა, რომელიც გასულ ორშაბათს, 1 -ელ დეკემბერს გაიმართა, ფლორიდაში უკრაინულ დელეგაციასა და ტრამპის გუნდს შორის მოლაპარაკებების შემდეგ.
აღნიშნულ სატელეფონო საუბარში უკრაინის პრეზიდენტის გარდა ასევე მონაწილეობდნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი ; გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი; პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.
რაც შეეხება საუბრის შინაარს, გამოცემის ცნობით, საუბრის დროს მარკონმა აღნიშნა, რომ “არსებობს შესაძლებლობა, რომ შეერთებული შტატები ტერიტორიების საკითხზე ს უღალატებს უსაფრთხოების გარანტიებზე სიცხადის გარეშე”.
ასევე, გამოცემის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის “დიდ საფრთხეს” ხედავს ზელენსკისთვის (გამოცემა არ აკონკრეტებს რა კონტექსტში გაჟღერდა ეს).
გამოცემის ინფორმაციით, მერცმა თქვა, რომ ზელენსკი უნდა იყოს “ძალიან ფრთხილად მომდევნო დღეებში” და აღნიშნა, რომ “ისინი [] თამაშებს თამაშობენ თქვენთანაც და ჩვენთანაც”.
გამოცემის ცნობით, ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ სტუბმა საუბრის ერთ-ერთი მომენტში თქვა, რომ “ჩვენ [ევროპელებმა] არ უნდა მივატოვოთ და ვოლოდიმირი ერთი-ერთზე ამ ხალხთან”.
“ვეთანხმები ალექსანდრს, ვოლოდიმირი უნდა დავიცვათ,” – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ, გამოცემის ცნობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ კალოიანი – შეკრების კონტროლის ნივთიერებების გამოყენების ამოცანაა, მომიტინგე გახადოს არაქმედუნარიანი მოკლე დროის განმავლობაში, თუ ნივთიერება გვეცოდინება, გვეცოდინება რისკებიც, მაგრამ ხელისუფლება მალავს, ვერ დააწყო სათქმელი