პსჟ-მა ყველა მოლოდინს გადააჭარბა – მბაპეს პარიზში დარჩენის სანაცვლოდ წარმოუდგენელი შეთავაზება გაუკეთეს

RMC Sport-ი წერს, რომ პსჟ ყველა ღონეს ხმარობს, რათა გუნდის ვარსკვლავი კილიან მბაპე კონტრაქტის გახანგრძლივებაზე დაიყოლიოს.
პარიზელები კლუბის ლიდერს 4-წლიან კონტრაქტსა და სეზონურად, არც მეტი და არც ნაკლები, 100 მილიონი ევროს გასამრჯელოს სთავაზობენ. ფრანგი ამ თანხას ახლაც გამოიმუშავებს, ოღონდ ეს ყველაფერი სარეკლამო და სხვა შემოსავლების წყალობითაა, მაგრამ პსჟ 100 მილიონს კილიანს მხოლოდ ხელფასის სახით ჰპირდება.
მოგეხსენებათ, ახალი ამბავი არაა, რომ მბაპეს დამატება მადრიდის “რეალს” სურს. მას პარიზულ გუნდთან კონტრაქტი ამ ზაფხულს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში