თელავში 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა – არსებული ინფორმაციით, მცირეწლოვანი მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც კარი გააღო და გზაზე გადასვლა სცადა

თელავში 3 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი გაჩერებულ მანქანაში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც ავტომობილის კარი გახსნა და გზაზე გადასვლა სცადა. ბავშვს ავტომობილი სწორედ ამ დროს დაეჯახა.
დაშავებული უგონო მდგომარეობაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მას ამ წუთებში პირველადი დახმარება უტარდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.