TikTok ბრაზილიაში მონაცემთა ცენტრის მშენებლობაში 37.7 მილიარდ დოლარს ჩადებს

ჩინური ByteDance-ის საკუთრებაში არსებული მოკლე ვიდეოების აპლიკაცია TikTok ბრაზილიაში მონაცემთა ცენტრის მშენებლობაში 200 მილიარდ რეალზე (37.7 მილიარდი დოლარი) მეტ ინვესტიციას განახორციელებს.
ეს იქნება TikTok-ის პირველი პროექტი ლათინური ამერიკის ქვეყნებში.
TikTok Brazil-ის წარმომადგენელმა მონიკა გიზმა განაცხადა, რომ მონაცემთა დამუშავების ცენტრი ჩრდილო-აღმოსავლეთ სეარას შტატში განთავსდება.