გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სგან უკრაინელი ბავშვების დაუყოვნებლივ დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც სგან მოითხოვს, დააბრუნონ გატაცებული უკრაინელი ბავშვები.
რეზოლუციას 91-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, მათ შორის, საქართველომ. რეზოლუციის მხარდამჭერებს შორის არიან , კანადა, გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, უნგრეთი, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი.
რეზოლუციის მხარდამჭერი ქვეყნები მოსკოვისგან ითხოვენ, „უზრუნველყოს ყველა უკრაინელი ბავშვის დაუყოვნებლივი, უსაფრთხო და უპირობო დაბრუნება, რომლებიც იძულებით გადაიყვანეს ან დეპორტირებულები არიან“.
რუსეთმა და კიდევ 11-მა ქვეყანამ, მათ შორის, ბელარუსმა, ირანმა, ნიკარაგუამ, კუბამ და მალიმ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა. ხმის მიცემისგან თავი შეიკავა 57-მა ქვეყანამ, მათ შორის ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, სომხეთმა.
გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია მას შემდეგ მიიღო, რაც -ის პრეზიდენტის, ს სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და მისი სიძე, ჯარედ კუშნერი კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდნენ.
1tv.ge