ვის სჯერა რეალურად, რომ ში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზია – არც არის სასურველი, რომ მან წააგოს და არასტაბილურობა დამყარდეს ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს – ბელგიის პრემიერი

ვის სჯერა რეალურად, რომ ში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზია – არც არის სასურველი, რომ მან წააგოს და არასტაბილურობა დამყარდეს ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს – ბელგიის პრემიერი
ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა განაცხადა, რომ რუსეთის გაყინულ აქტივებთან დაკავშირებით წნეხი წარმოუდგენელია.
“მყავს გუნდი, რომელიც ამ თემაზე დღე და ღამე მუშაობს. ეს იქნებოდა ლამაზი ისტორია: ავიღოთ ფული ბოროტმოქმედ პუტინისგან, რათა მივცეთ კეთილ უკრაინას. მაგრამ სხვა ქვეყნის აქტივების, მისი სუვერენული ფონდების მოპარვა – ეს არასდროს გაკეთებულა. საუბარია რუსეთის ცენტრალური ბანკის ფულზე. მეორე მსოფლიო ომის დროსაც კი, გერმანიისთვის ფული არ ჩამოურთმევიათ. ომის დროს სუვერენულ აქტივებს ყინავენ. და ომის ბოლოს, წაგებულმა სახელმწიფომ უნდა დათმოს ამ აქტივების ნაწილი ან მთლიანად, რათა ზარალი აუნაზღაუროს გამარჯვებულებს.
მაგრამ ვის სჯერა რეალურად, რომ რუსეთი უკრაინაში წააგებს? ეს ზღაპარია, სრული ილუზია. არც არის სასურველი, რომ მან წააგოს და არასტაბილურობა დამყარდეს ქვეყანაში, რომელსაც ბირთვული იარაღი აქვს. და ვის სჯერა, რომ პუტინი რუსული აქტივების კონფისკაციას მშვიდად მიიღებს? მოსკოვმა შეგვატყობინა, რომ აქტივების ჩამორთმევის შემთხვევაში, ბელგია და მე, პირადად, [ამის შედეგებს] „სამუდამოდ“ ვიგრძნობთ. ეს საკმაოდ დიდი დრო მეჩვენება… რუსეთმა შესაძლოა დასავლეთის ზოგიერთი აქტივიც დააყადაღოს: Euroclear-ს რუსეთში 16 მილიარდი აქვს. რუსეთში არსებული ყველა ბელგიური ქარხანა შეიძლება წაიღონ. და თუ ბელარუსი და ჩინეთიც დააყადაღებენ დასავლეთის აქტივებს? ყველაფერ ამაზე ვიფიქრეთ? არა, არ გვიფიქრია. ჩემს ევროპელ კოლეგებს ვკითხე, მზად იყვნენ თუ არა ბელგიისთვის მოსალოდნელი რისკების გაზიარებისთვის. მხოლოდ გერმანიამ თქვა, რომ მზად იყო… ამ გაზიარების გარეშე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს საქმე დავბლოკო”, – დასძინა ბელგიის მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მსგავსი ბრალდებით დადანაშაულებული იყო ერაყი და სწორედ ამ ფეიკ დაბრალების გამო მოხდა სამხედრო ინტერვენცია, რომელსაც მოჰყვა ერაყის სახელმწიფოს ფაქტობრივად განადგურება და მათი ხელისუფლების ფიზიკური განადგურება

ექიმი პიმენ ყურაშვილი BBC-ის ინფორმაციაზე: თვითონვე ამბობენ ავტორები, რომ კვლევაში მონაწილე ადამიანების რაოდენობა ძალიან ცოტაა მიზეზშედეგობრიობის დასადგენად, შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს კვლევა არანაირი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას არ იძლევა