ჰელსინკის კომისია – მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, შემაშფოთებელია – მოვუწოდებთ -ის მთავრობას, გადაამოწმონ და სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს

ბოლოდროინდელი მონაცემები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გასულ წელს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც -ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი როჯერ უიკერი, თანათავმჯდომარე ჯო უილსონი და წევრები : სენატორი შელდონ უაითჰაუსი და სტივ კოენი ავრცელებენ.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ქიმიურმა თავდასხმებმა დაზარალებულებს დამწვრობა და ჯანმრთელობის ხანგრძლივი გართულებები დაუტოვა, რაც არღვევს ადამიანის უფლებების დაცვის ვალდებულებების, რომლის შესრულებაც საქართველოს ხელისუფლებას ევალება.
„ასეთი საქციელი „ქართულ ოცნებას“ სა და ჩინეთის კორუმპირებული მმართველების ლიგაში აქცევს, რომლებსაც საკუთარი ხალხის ეშინიათ და ხელისუფლებაში ყოფნის შესანარჩუნებლად უკან არაფერზე დაიხევენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კონგრესმენები აშშ-ის მთავრობას მოუწოდებენ, გადაამოწმონ ცნობები და პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესონ.
„მოვუწოდებთ აშშ-ის მთავრობას და ჩვენს დემოკრატ მოკავშირეებს, გადაამოწმონ ეს ცნობები და შესაბამისი სანქციები დაუწესონ პასუხისმგებელ პირებს. კვლავ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს კონგრესში, მიიღონ MEGOBARI აქტი, ორპარტიული კანონმდებლობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს დამატებით ინსტრუმენტებს მისცემს ქართველი ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლის მხარდასაჭერად“, – აღნიშნულია განცხადებაში.