7-თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და “უოტფორდის” 26 წლის შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანს 25 ნოემბერს “პრესტონთან” შეხვედრაში დაუბრუნდა, სადაც მწვრთნელმა 17 წუთი დაუთმო.
პირველ დეკემბერს “ბირმინგემთან” საგარეო შეხვედრაში კლუბის დამრიგებელმა ხავი გრასიამ ჩვენებურს გაცილებით მეტი დრო დაუთმო და გიორგიმ მოედანზე უკვე 32 წუთი გაატარა.
რა თქმა უნდა, ამდენხნიანი პაუზის შემდეგ ჩაკვეტაძეს პირდაპირ ძირითადში არავინ ელოდა და ის ტემპს ნელ-ნელა უნდა შეეჩვიოს. გრასიამ ბოლო მატჩის შემდეგ ჟურნალსიტებთან სწორედ ქართველის შესახებ ისაუბრა.
“ჩაკვეტაძე თამაშს ყოველდღიურად აუმჯობესებს. მას სჭირდება ვარჯიში, კონკურენცია და მეტი სათამაშო დრო, რათა მისი საუკეთესო ვერსია ვიხილოთ. მოხარული ვარ მისი წინსვლით და დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშებში დაგვეხმარება”, – თქვა გრასიამ.
ინფორმაციისთვის, 18 ტურის შემდეგ “უოტფორდი” 24 ქულით მე-15 პოზიციას იკავებს და შემდეგ ტურში 6 დეკემბერს “ნორვიჩს” დაუხვდება.
“კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს” – ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდი” “ბირმინგემთან” დამარცხდა
“ლიდსი” მწვრთნელს, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ შეიცვლის – გრასიას სამსახური სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშაა
ჩაკვეტაძე ისევ შეცვლაზე შევიდა – “უოტფორდი” “ბირმინგემთან” დამარცხდა
მოლოდინი სრულდება – ჩაკვეტაძე “პრესტონთან” მატჩის განაცხადშია
ჩაკვეტაძემ აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა – “უოტფორდი” “პრესტონს” დაუზავდა
ჩაკვეტაძის “უოტფორდს” ახალი მწვრთნელი ჰყავს
“უოტფორდმა” მდგომარეობა გამოასწორა – კლუბის ხელმძღვანელმა ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა
ჩაკვეტაძე უკვე გუნდთან ერთად ვარჯიშობს
რას ვნახავთ დეკემბერში – პსჟ-ს მატჩები და თბილისის “დინამო” ახალგაზრდულ ლიგაზე
“ლიდსის” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
“დიდი სემი” დაბრუნდა – ელერდაისს “ლიდსის” გადარჩენა დაავალეს
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
ხავი გრასია: ჩაკვეტაძის დასაბრუნებლად საუკეთესო მომენტი უნდა შევარჩიოთ



