“ბორჯღალოსნების” მეტოქეები – მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე

წლის მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნები ბ ჯგუფში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასთან, იტალიასთან და რუმინეთთან ითამაშებენ.
2027 წლის მსოფლიო თასი ავსტრალიაში 1 ოქტომბერს დაიწყება და 13 ნოემბერს დასრულდება. წელს ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდება და მასში 24 გუნდი პირველად მიიღებს მონაწილეობას.
ისინი ექვს 4-გუნდა ჯგუფში არიან გადანაწილებული. ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე და ოთხი საუკეთესო მესამეადგილოსანი 1/8-ფინალში გადის.
წილისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში ასე განაწილდნენ:
ა ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონკონგი
ბ ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი
გ ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა
დ ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია
ე ჯგუფი: საფრანგეთი, იაპონია, , სამოა
ვ ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე
საქართველოს იტალიასთან მსოფლიო თასზე აქამდე არასდროს უთამაშია, ოთხგზის ჩემპიონ სამხრეთ აფრიკასა და რუმინეთს კი თითოჯერ შეხვედრია.
სამხრეთ აფრიკას ჩვენთვის სადებიუტო მსოფლიო თასზე, 2003 წელს ავსტრალიაში შევერკინეთ და ტურნირზე პირველი ლელო გავიტანეთ, თამაში კი მეტოქემ 46:19 მოიგო. რუმინეთს 2011 წლის ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზე შევხვდით და 25:9 დავამარცხეთ.
Rugby.ge
· რიგითი მშვენიერი ჯგუფია .. დაპირისპირება პრინციპულ მეტოქეებთან.. ოღონდ სამხ. აფრიკის მაგივრად, რომ სხვა ნებისმიერი ყოფილიყო , სულ იდეალური გამოვიდოდა.
· gogi ძალიან კარგი ჯგუფია თუ მცირეოდენი ამბიცია მაინც გვაქვს!
· დდდ ოთხ საუკეთესო მესამეადგილოსანშიც თუ ვეღარ მოვხვდით, მაშინ ქოქრილიც წავიდეს, ჯიკიჩიც და სანიოლიც…
რიჩარდ ქოქრილი: წაგება ჩემი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა
[VIDEO] რა ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან – საქართველოს ნაკრებმა იაპონიასთან დასანანი მარცხი განიცადა
“ბორჯღალოსნები” | ორი დებიუტანტით იაპონიასთან