მესტიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მესტიისა და ლენჯერის სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

მესტიის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, მესტიის N2 და ლენჯერის N1 საჯარო სკოლებში, მოსწავლეებთან ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის თემაზე საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.
პროკურატურის ინფორმაციით, პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ ფემიციდის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ჩადენილი დანაშაულების გამოძიების სპეციფიკაზე ისაუბრა. ასევე, პროკურორმა შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
„შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. შეხვედრის ბოლოს პროკურორმა მოსწავლეების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ დავითაშვილი: ჩვენ მიჩვეულები ვართ კობახიძის ირონიასა და ცინიზმს, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ საქართველოსთვის და ქართველი ერისათვის თსუ ნამდვილად არის ჰარვარდი