CNN ქართული ღვინის შესახებ – საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა

საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო, საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა – ღვინის 8000 წლიანი ისტორიის მქონე ქვეყნით, ამჯერად CNN დაინტერესდა. ამერიკულმა ტელეკომპანიამ ორი ვიდეორგოლი მოამზადა, სადაც ქართული ღვინის მრავალფეროვნებაზე, ისტორიასა და კულტურაზეა საუბარი. ორივე რეპორტაჟი CNN-ის ეთერში 15 იანვრიდან უკვე განთავსდა.
ღვინის დაყენების მეთოდი, სახელგანთქმული ჯიშები და ქვევრი – CNN ქართული ღვინის დამზადების სპეციფიკაზე დეტალურად საუბრობს. ღვინის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ ამერიკული ტელეკომპანიის მხრიდან ქართული ღვინის ისტორიის მიმართ ასეთი ინტერესი, შეერთებულ შტატებში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
CNN-ის მიერ მომზადებული ვიდეორგოლების მთავარი გმირები ქართველი მეღვინეები არიან. ერთ-ერთი რეპორტაჟი ქალ მეღვინეებზე გვიამბობს, რომლებიც ღვინის დამზადების ოჯახურ ტრადიციას აგრძელებენ.
ამერიკული ტელეკომპანიის ყურადღება ქართული ღვინის დაყენების ტრადიციული მეთოდის გარდა, თანამედროვე ტექნიკის გამოყენებამაც მიიპყრო.
ამერიკულ ტელეკომპანიას არც ის დავიწყებია, რომ ღვინის დამზადების ქართული მეთოდი 2013 წლიდან იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია.
CNN-ის მხრიდან ქართული ღვინით დაინტერესება ვიდეორგოლმა „ღვინის სამშობლო წარმოგიდგენთ“ განაპირობა, რომელიც ამერიკული ტელეკომპანიის ეთერში ერთი თვის განმავლობაში იყო განთავსებული. ახალი ვიდეორგოლები კი CNN-ის ეთერში 28 იანვრის ჩათვლით დარჩება.
ვიდეორგოლი 1
ვიდეორგოლი 2

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა