ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, სიმართლეს არ შეესაბამება – ჯანდაცვის სამინისტრო

“ცალკეული მედიასაშუალებისა და ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ნეონატალური ასაკის ინტენსიური მკურნალობა მხოლოდ 70%-ით ფინანსდება და მოქალაქეს 30%-იანი თანადაფინანსების გადახდა უწევს, არ შეესაბამება სიმართლეს და სახელმწიფო პროგრამის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ემსახურება,” – აღნიშნულია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დაცვისკენ და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.
“მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებისას, ორგანიზაციებმა, გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და უზრუნველყონ ინფორმაციის გადამოწმება.
საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ნეონატალური ასაკის ინტენსიური მოვლა/მკურნალობა, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება სრულად და არ საჭიროებს თანაგადახდას, ისევე, როგორც მშობიარობა და საკეისრო კვეთა.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები, მიმართულია მოქალაქეთა ინტერესების დასაცავად და ხარისხიან სამედიცინო სერვისებზე ფინანსურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს,” – აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა