საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა, კვიპროსული ტურნეს ფარგლებში, დღეს, დოქსა კატოკოპიას სტადიონზე, ადგილობირვი თანატოლების 17-წლამდე ნაკრებთან მეორე ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 2:1.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა გახსენეს, თუმცა წონასწორობის აღდგენა 30-ე წუთზე, გიორგი ჩუბინიძის პასით გიორგი გონსალვეშ ჩუბინიძემ შეძლო. ხოლო გამარჯვების გოლი მატჩის მიწურულს დავით გოგილაშვილმა გაიტანა.
U17 | შემადგენლობა
მეკარეები: საბა ასანიძე (სულაქველიძის აკადემია), გიორგი ყავლაშვილი (როიალ ანტვერპენი).
მცველები: საბა ხარებაშვილი (დინამო თბილისი), გიგი გლუნჩაძე (დინამო თბილისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (საბურთალო), დაჩი გოგოლი, გიორგი გვასალია (დინამო თბილისი), შოთა
დიაკონიძე (დინამო თბილისი).
ნახევარმცველები: ნიკოლოზ სურგულაძე (საბურთალო), ნიკოლოზ ჩიქოვანი (დინამო თბილისი), ნიკოლოზ ელისაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა წულაია (დინამო თბილისი), რევაზ დანელია (დინამო თბილისი), დავით გოგილაშვილი (საბურთალო), ლუკა ლაშხია (მარტვილი მერანი), საბა ნიორაძე (სელერო), გიორგი ჩუბინიძე (ბორნმუთი, ინგლისი), სანდრო რატიანი (საბურთალო).
თავდამსხმელები: ჰალიდ დოლტმურზიევი (ბრიუგე, ბელგია), გიორგი მჟავანაძე (საბურთალო).
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი – თურქეთს, დანიას და სერბეთს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ 17-წლამდე ვაჟთა ნაკრები, მარტში, ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში მიიღებს მონაწილეობას. ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად, ჩვენი გუნდი – თურქეთს, დანიას და სერბეთს შეხვდება.
ჯგუფის მატჩებს 20-დან, 26 მარტის ჩათვლით საქართველო უმასპინძლებს. ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას ჯგუფების გამარჯვებულები და 7 საუკეთესო მეორეადგილოსანი გუნდი შეძლებს.
ევროპის ჩემპიონატის ელიტ რაუნდი
20 მარტი | საქართველო V სერბეთი
23 მარტი | საქართველო V თურქეთი
26 მარტი | საქართველო V დანია