Bild – ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის წვრთნებს ჩაატარებს, რაც ცივი ომის შემდეგ ყველაზე მასშტაბური იქნება

ნატო რუსეთის თავდასხმის სიმულაციის მასშტაბურ წვრთნებს ჩაატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი წვრთნებში მონაწილეობისთვის 90 000 ჯარისკაცის მობილიზებას მოახდენს, რაც ნიშნავს, რომ ცივი ომის დასრულების შემდეგ ეს ნატოს ყველაზე მასშტაბური წვრთნები იქნება.
წვრთნები, სახელად “ურყევი მცველი” (Steadfast Defender), თებერვალში დაიწყება და მათში ეროვნული და მრავალეროვნული სახმელეთო ძალების გაფრთხილებასა და განლაგებაზე გაკეთდება აქცენტი.
წვრთნების ჩატარება ჩრდილოეთ ნოერვეგიაში იგეგმება, თუმცა სხვა საწვრთნელო ლოკაციები ასევე მოიცავს ლიეტუვასა და უნგრეთს.
Bild აღნიშნა, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები წვრთნებისთვის 12 000 ჯარისკაცს, 3 000 სატრანსპორტო საშუალებასა და 30 თვითმფრინავს გამოყოფენ, დიდი ბრიტანეთი კი – ავიამზიდსა და რამდენიმე F-35 საბრძოლო თვითმფრინავს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ