დონალდ ტრამპი – ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია – ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეწყალების დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ

ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გაცემული ყველა შეწყალების აქტი კანონიერად ძალადაკარგულია.
„ნებისმიერ ადამიანს, ვინც „შეწყალების“, „სასჯელის შემსუბუქების“ ან სხვა ნებისმიერი სახის იურიდიული დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული დოკუმენტი სრულად გაუქმებულია და მას იურიდიული ძალა დაკარგული აქვს“, – წერს დონალდ ტრამპი Truth Social-ზე.
ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა თანამდებობის დატოვებამდე რამდენიმე შეწყალების აქტი გამოსცა. ოფიციალური პირების გარდა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ოჯახის წევრები, მათ შორის საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენიც შეიწყალა.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც