ტაბიძე ბერძნულ კლუბში შენგელიას თანაგუნდელი გახდა

საქართველოს ნაკრების 27 წლის მცველი ჯიმი ტაბიძე “პანეტოლიკოსში” გადავიდა, – ამის თაობაზე ბერძნული კლუბი თავისი საიტით იტყობინება.
“პანეტოლიკოსმა” ტაბიძეს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაგრძელების პერსპექტივით გაუფორმა. ის ახალ გუნდში 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
“პანეტოლიკოსის” ღირსებას “ჯვაროსნების” ნახევარმცველი ლევან შენგელია იცავს. ეს გუნდი საბერძნეთის სუპერლიგაში 18 ტურის შემდეგ 14 ქულით მე-11 ადგილზეა და 20 იანვარს სტუმრად “ოფის” დაუპირისპირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში