რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომში საახალწლო ზავის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს.
მისი მტკიცებით, ამჟამად სრულიად სხვა პროცესი მიმდინარეობს.
„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში საახალწლო ზავზე საუბარი ჯერ ყოფილა; ახლა სრულიად სხვა პროცესი მიმდინარეობს“, – განუცხადა პესკოვმა რუსულ მედიას, როდესაც უპასუხა შეკითხვას, გამოვა თუ არა მოსკოვი საახალწლო ზავის შეთავაზებით.




