ქეთევან თურაზაშვილი – “ქართული ოცნების” წარმომადგენელთათვის ყოველდღიურობა გახდა მეგობრებისა და თანაგუნდელებისთვის ზურგის შექცევა, ამიტომ მათი მოლოდინი ს შემთხვევაშიც შესაბამისია

“ქართული ოცნების” წარმომადგენელთათვის, უკვე ყოველდღიურობა გახდა მეგობრებისა და თანაგუნდელებისთვის ზურგის შექცევა, ამიტომ მათი მოლოდინიც, ს შემთხვევაშიც შესაბამისია, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი, ქეთევან თურაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
თურაზაშვილი ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარის ს კომენტარებს, „ლელოდან“ ალეკო ელისაშვილის გარიცხვის თაობაზე.
ასევე, თურაზაშილი აღნიშნავს, რომ სრული არაკომპეტენტურობით სვამს კითხვას, ალეკო ელისაშვილის “ძლიერი საქართველო – ლელოდან” გარიცხვის შესახებ.
„არალეგიტიმური პარლამენტის არაკომპეტენტური თავმჯდომარის კითხვასთან დაკავშირებით ორი ასპექტზე გავამახვილებ ყურადღებას: პირველი ეს გახლავთ სამართლებრივი და მეორე – ფორმალური. შალვა პაპუაშვილი სრული არაკომპეტენტურობით სვამს კითხვას, ალეკო ელისაშვილის “ძლიერი საქართველო – ლელოდან” გარიცხვის შესახებ. ელისაშვილი არ არის აღნიშნული პარტიის წევრი, ის თავად საკუთარი პარტიის, “მოქალაქეების” თავმჯდომარეა და შესაბამისად, “ძლიერი საქართველო-ლელოდან” მისი გარიცხვის საკითხი ვერ დადგება.
რაც შეეხება მეორე, მორალურ ფაქტორს. ამ შემთხვევაშიც, შალვა პაპუაშვილი ისევე, როგორც მისი თანაგუნდელები სრულად დაცლილი არიან ადამიანური მორალიდან, მათ არც მეგობრობა შეუძლიათ, არც თანადგომა და არც თანაგუნდელობა. ამას მოწმობს ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, რიჟვაძის და გახარიას შემთხვევები. “ქართული ოცნების” წარმომადგენელთათვის, უკვე ყოველდღიურობა გახდა მეგობრებისა და თანაგუნდელებისთვის ზურგის შექცევა, ამიტომ მათი მოლოდინიც, ალეკო ელისაშვილის შემთხვევაშიც შესაბამისია“, – წერს თურზაშვილი.