ევროკავშირს სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროკავშირის შექმნის ინიციატივა აქვს

ევროკავშირის გაფართოების საკითხების კომისარმა მართა კოსმა წამოაყენა წინადადება, შეიქმნას ოთხმხრივი ფორმატი – სომხეთი-აზერბაიჯანი-თურქეთი-ევროკავშირი, რომელიც სატრანსპორტო საკითხებზე იმუშავებს. როგორც „არმენპრესი” იუწყება, ამის შესახებ კოსმა განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების უმაღლეს წარმომადგენელ კაია კალასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
„ოქტომბერში დავიწყეთ ამ თემის განხილვა. დღეს მინისტრს ვთხოვე, წარმოგვედგინა სომხეთის პრიორიტეტები ტრანსპორტის კავშირიანობის დღის წესრიგში და შემდეგ ერთად განვიხილავთ მათ“, – განაცხადა მართა კოსმა.
ბრიუსელში მიმდინარეობს სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის საბჭოს მეექვსე შეხვედრა. შეხვედრის ფარგლებში სომხეთმა და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის ახალ დღის წესრიგს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.