“სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი” – რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა

ოცნებას კაცი არ მოუკლავს
sovsport-ში ჟურნალისტმა ალექსეი ბეზიაზიჩნიმ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: „საკავშირო ოცნების გუნდი. როგორი იქნებოდა დღეს სსრკ-ს ნაკრები“.
„ლივერპულის“, პსჟ-ს, ცსკა-ს და სხვა ტოპ-კლუბების ვარსკვლავები.
“ახლა რომ ს, უკრაინის და საქართველოს ნაკრებები ხვიჩასთან ერთად გაგვეერთიანებინა, ყველაზე მაღალი ადგილებისთვის ბრძოლას შევძლებდით. სომხეთსაც ჰყავს კარგი ფეხბურთელები. ისევე როგორც 1966 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლას მოვახერხებდით“, – უთხრა გამოცემას სერგეი ტაშუევმა (ში დაბადებული რუსი მწვრთნელია – რედ).
ჩვენ შევეცადეთ წარმოგვედგინა, როგორ გამოიყურებოდა ეს გუნდი. მუნდიალის ნახევარფინალზე არ გავიქაჩებით, მაგრამ შემადგენლობა მსოფლიოში მართლაც ერთ-ერთი უძლიერესი გამოვიდოდა. ასეთი კოლექტივის სათავეში ჩადგომაზე ბევრი ტოპ-მწვრთნელი არ იტყოდა უარს. ამჟამად დაუსაქმებელთაგან იგივე იურგენ კლოპია შესანიშნავი ვარიანტი!
მეკარე
გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, ლივერპული, ღირებულება 28 მილიონი ევრო)
სათადარიგოები: ანატოლი ტრუბინი (, ბენფიკა, 28 მლნ), მატვეი საფონოვი (, პსჟ, 18 მლნ)
1966 წელს სსრკ-ს კარს ლეგენდარული ლევ იაშინი იცავდა, თუმცა დღეს პირველი ნომრის პოზიციაზე ნერვიულობა არ მოგვიწევდა. საკმარისია ვთქვათ, რომ სამ საუკეთესოს შორის თვით „რეალის“ მეკარე ანდრეი ლუნინი ვერ მოხვდებოდა! მამარდაშვილი სასტარტოში იმიტომ დავაყენეთ, რომ კონკურენტებისგან განსხვავებით, უკვე ხუთი წელია ასპარეზობს ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში და ამჟამად ტრავმირებულ ალისონს ცვლის.
მარცხენა მცველი
ვიტალი მიკოლენკო (უკრაინა, ევერტონი, 25 მლნ)
სათადარიგო: ალექსანდრ ზინჩენკო (უკრაინა, ევერტონი, 20 მლნ)
ცენტრალური მცველები
ილია ზაბარნი (უკრაინა, პსჟ, 55 მლნ), იგორ დივეევი (რუსეთი, ცსკა, 8 მლნ)
სათადარიგო: აბდუკოდირ ხუსანოვი (უზბეკეთი, მანჩესტერ სიტი, 35 მლნ)
მარჯვენა მცველი
დანილ კრუგოვოი (რუსეთი, ცსკა, 5 მლნ)
ცენტრალური ნახევარმცველები
ალექსანდრ გოლოვინი (რუსეთი, მონაკო, 20 მლნ), ედუარდ სპერციანი (სომხეთი, კრასნოდარი, 25 მლნ)
სათადარიგოები: მატვეი კისლიაკი (რუსეთი, ცსკა, 16 მლნ), დმიტრი ბარინოვი (რუსეთი, ლოკომოტივი, 9 მლნ), ივან ობლიაკოვი (რუსეთი, ცსკა, 10 მლნ)
შემტევი ნახევარმცველი
ალექსეი ბატრაკოვი (რუსეთი, ლოკომოტივი, 23 მლნ)
სათადარიგოები: გეორგი სუდაკოვი (უკრაინა, ბენფიკა, 32 მლნ), ალექსეი მირანჩუკი (რუსეთი, ატლანტა, 9 მლნ)
მარცხენა გარემარბი
(საქართველო, პსჟ, 90 მლნ)
სათადარიგოები: სერგეი პინიაევი (რუსეთი, ლოკომოტივი, 10 მლნ), ანდრეი მოსტოვოი (რუსეთი, ზენიტი, 4 მლნ)
გუნდის უდავო ლიდერი ყველაზე ძვირადღირებული ლეგიონერი გახდებოდა, რომელიც თავიდანვე დამკვიდრდა გასული სეზონის საუკეთესო კლუბში, სადაც „ნაპოლიდან“ გადავიდა და სადაც რამდენიმე წელი სერია А-ს ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო. კვარაცხელიას გარეშე პსჟ-ს მიერ 2025/26-ის სეზონში ოთხი ტიტულის მოგება შეუძლებელი იქნებოდა. „საკავშირო ნაკრებშიც“ ქართველი „ენერჯაიზერი“ ნებისმიერ მეტოქეს შიშის ზარს დასცემდა. ასეთი სუპერვარსკვლავი პოსტსაბჭოთა სივრცეში ანდრეი შევჩენკოს შემდეგ არ ყოფილა.
მარჯვენა გარემარბი
მაქსიმ გლუშენკოვი (რუსეთი, ზენიტი, 12 მლნ)
სათადარიგო: ვიქტორ ციგანკოვი (უკრაინა, ჟირონა, 18 მლნ)
თავდამსხმელი
გიორგი მიქაუტაძე (საქართველო, ვილიარეალი, 30 მლნ)
სათადარიგოები: არტიომ დოვბიკი(უკრაინა, რომა, 30 მლნ), ვლადისლავ ვანატი (უკრაინა, ჟირონა, 15 მლნ), დმიტრი ვორობიოვი (რუსეთი, ლოკომოტივი, 5 მლნ)
ხვიჩასთან შეტევის ცენტრში შესანიშნავ კავშირს შექმნიდა საქართველოს ნაკრებში მისი პარტნიორი, ევრო 2024-ის გმირი გიორგი მიქაუტაძე. ის ცოტა ხნის წინ საფრანგეთიდან ესპანეთში გადაბარგდა. საჭიროების შემთხვევაში მოირიშეთა რიგების გაძლიერებას „ჟირონას“ შემადგენლობაში ლა ლიგის 2023/24-ის საუკეთესო ბომბარდირი დოვბიკი უზურნველყოფდა. ვორობიოვი კი 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჰიპოთეტურ განაცხადში ბრწყინვალე თამაშის გამო ავანსად შევიყვანეთ“.
· zura222 ბოდიშიდა ბატრაკოვი ვინაა ? მაგას ჩაკვეტაძეც და კიტეიშვილიც ჯიბეში ჩაისვვამენ ! ან კრუგავოი ვინღაა ?
· ტუკო რამირესი როცა ყველაზე მაგარ ფორმაში იყვნენ, მესხი, დათუნაშვილი, ყიფიანი და გუცაევი არ ათამაშეს ნისტმა რუსებმა და ეხლა იგონებენ რაღაც სისულელეებს. დავაი, რა!
· ქართველი რო რამე 25 სანტიმეტრიანი ნიორწყალში არ გინდათ?
პსჟ-ს შემტევების გატანის დროა – დემბელე სასტარტოში ბრუნდება
ჩინებული ამბავი – მამარდაშვილი პსვ-სთან მატჩის სასტარტოშია
[VIDEO] ეს უკვე საგანგაშოა – “ლივერპული” შინ პსვ-სთან 1:4 განადგურდა
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მამარდაშვილმა?
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ვილიარეალმა” “სოსიედადს” მოუგო
მიქაუტაძე “დორტმუნდთან” სათადარიგოა
“ლივერპულმა” ლონდონში “ვესტ ჰემს” სძლია – მამარდაშვილი სათადარიგო იყო
მიქაუტაძე არ ათამაშეს – “ვილიარეალი” ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
“კვარა” შეცვალეს – პსჟ სტუმრად “მონაკოსთან” დამარცხდა
კვარაცხელია პრესკონფერენციაზე და ევროპის სუპერთასი ამჯერად პარიზში