რუსთაველის გამზირზე უწყვეტი პროტესტის მონაწილეები თავისუფლების მოედნის მიმართულებით მსვლელობას მართავენ.
მსვლელობამდე პროტესტის მონაწილეებმა პერფორმანსი მოაწყვეს — აქციის მონაწილეებმა ბანერებითა და ბრიტანეთის დროშებით BBC-ის მიერ ჩატარებული გამოძიებისთვის მადლობა გადაუხადეს.
გარდა ამისა, მონაწილეებმა შაბათი, 19:00 საათი, დიდი აქციის დღედ გამოაცხადეს. მათი თქმით, მოქალაქეები ყოველდღიურად ვერ ახერხებენ აქციაზე სიარულს, ამიტომ შაბათის აქცია იქნება მათთვის, ვინც ყოველდღე ვერ ერთვება პროტესტში.
ამასთან, მათი თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება, მათ შორის – მსვლელობებით.




