პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – უკრაინას კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ვაძალებდეთ, “ჯიბის ჩემბერლენები” ისედაც საკმარისად არიან

უკრაინას კრემლთან მოლაპარაკებებს არ უნდა ვაძალებდეთ, “ჯიბის ჩემბერლენები” ისედაც საკმარისად არიან. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მ დავოსში განაცხადა.
“რაც შეეხება [რუსეთთან] მოლაპარაკებებს, მინდა საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი “სიკორსკის კანონი” გაგიზიაროთ: არასდროს არ არსებობს ჯიბის ჩემბერლენების უკმარისობა, რომლებიც მზად არიან სხვა ხალხი, სხვა ხალხის თავისუფლება თავისი სიმშვიდისთვის გაწირონ. და ჩვენ ეს არ უნდა ვქნათ”, – განაცხადა სიკორსკიმ.
სიკორსკიმ აღნიშნა, რომ როდესაც ვინმეზე ძალადობენ, მსხვერპლს არ ეუბნებიან, რომ საჭირო არაა სიტუაციის დაძაბვა და მოძალადესთან მოლაპარაკებების წარმოება, არამედ ეხმარებიან მას.
“რა ემართება უკრაინელ ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: მათ ძალით არუსებენ, აწამებენ, მათ ბავშვებს იტაცებენ. ეს მსხვერპლია, რომელიც უკრაინელებს ეხება, და არა ჩვენ. შესაბამისად, მხოლოდ ს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება [რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ]”, – აღნიშნა სიკორსკიმ.
პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი 1937-1940 წლების დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ნევილ ჩემბერლენს გულისხმობდა, რომელიც ადოლფ ჰიტლერის “დაშოშმინების პოლიტიკის” მომხრე და ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის გერმანიისადმი მიერთების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი ხელმომწერი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ