ტერორისტები არიან, რაც ბოლო თვეებში გამოკვეთილად გამოჩნდა. რა გასაკვირია, რომ გამოეყენებინათ რამე კატასტროფულად მავნებელი ნივთიერებები , – ამის შესახებ აქტივისტმა თამარ გიორგაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო სიუჟეტს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად შესაძლოა ნივთიერება “კამიტი” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.
თამარ გიორგაძემ „პალიტრანიუსის“გადაცემაში „რეზიუმე“განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებას“ ადამიანი არ ადარდებს და მთავარი ხელისუფლების შენარჩუნებაა.
„შეიძლება ახლაც უდევთ საწყობში რაღაც ისეთი ნივთიერებები, რაც კონვენციითაა აკრძალული და ხვალ ან ზეგ ისევ გამოიყენონ დარბევების დროს. კაცმა არ იცის, რა აქვთ შესყიდული და საწყობებში რა უდევთ.
ტერორისტები არიან, რაც ბოლო თვეებში უკვე გამოკვეთილად გამოჩნდა. ფაქტია, რასაც ისინი აქციის მონაწილეებს უკეთებენ, ამ დაკავებებით, დროშის ფრიალისა და ტროტუარზე დგომის გამო დაკავებებით, ტერორისტები არიან, ფაშისტები არიან, რა გასაკვირია, რომ გამოეყენებინათ რამე კატასტროფულად მავნებელი ნივთიერებები. საერთოდ არ არის გასაკვირი.
მარტო ჩვენ არ გვიმეტებენ, იქ სასწრაფოს ექიმებიც იყვნენ, პოლიციელებიც იყვნენ, პროპაგანდისტი არხების ჟურნალისტებიც იყვნენ, გდდ-ს თანამშრომლებიც იყვნენ და ყველას ესხმებოდა სითხე. სითხე გამიზნულად აქციის მონაწილეებს არ პოულობდა და ყველა დაზიანდა. ამ ხელისუფლებას ადამიანი საერთოდ არ აინტერესებს. მთავარია იყვნენ ხელისუფლებაში – მათ ხელისუფლებაში ყოფნას საფრთხე არ შეექმნას,ეს არის მათთვის მთავარი“, – განაცხადა თამარ გიორგაძემ.
ცნობისთვის, BBC-მ მოამზადა და გამოაქვეყნა საგამოძიებო მასალა, რომლის მიხედვით, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად ნივთიერება “კამიტე” გამოიყენეს, რომლის გამოყენება ბოლოს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.
BBC-ის მიერ მომზადებულ სიუჟეტში საუბარი იყო გამოყენებული ნივთიერების გავლენაზე და მასთან დაკავშირებით ექიმების კვლევის შედეგებზე.
BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია: – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება.




